"ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე აქცია გამართეს.
ისინი სამების საკათედრო ტაძარში არსებულ, მატრონა მოსკოველისა და სტალინის გამოსახულებით არსებულ ხატზე საღებავის შესხმის გამო სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას ითხოვდნენ.
"ალტ-ინფოს” წევრებმა ამ მოთხოვნით აქცია თავდაპირველად პარლამენტის შენობასთან გამართეს, რის შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებასთან გადაინაცვლეს, სადაც ნატა ფერაძის პასუხისმგებლობაში მიცემის მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.
ამის შემდეგ მათ ხატებითა და ჯვრებით, მსვლელობით, საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს, სადაც პატრიარქს შობის დღესასწაული მიულოცეს.
საპატრიარქოს შემდეგ „ალტ-ინფოს“ მხარდამჭერები სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ, სადაც მატრონა მოსკოველისა და სტალინის ხატი არის განთავსებული.
მათ დღევანდელი აქტივობა აღნიშნულ ხატთან მოლოცვით დაასრულეს.
0
0