
ამ წუთებში ხმაური და დაპირისპირებაა სამოქალაქო აქტივისტის, ნატა ფერაძის სახლთან, სადაც აქციას “ალტ ინფოს” წარმომადგენლები მართავენ.
ჭოველიძის ქუჩაზე პოლიციაა მობილიზებული.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პერიოდულად იძაბება ვითარება.
აქციის მონაწილეები პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობენ, რის გამოც პერიოდულად შეხლა-შემოხლაა ადგილზე.
"ეკლესიები დაგვემხო თავზე, ინგრევა და იმაზე არ ჰქონდათ რეაქცია და რუსეთიდან ჩამოთრეულ მატრონა მოსკოველის ხატზე, სადაც სტალინია გამოხატული, ეს დაიმართეს." ამბობს ფერაძე.
შექმნილი ვითარებისა და უსაფრთხოებიდან გამომდინარე, პოლიციამ ნატა ფერაძეს სახლში დარჩენა ურჩია. ფერაძე ამ მითითებას ემორჩილება და ფანჯრიდან ტელეფონით იღებს აქციის მიმდინარეობას.
აღნიშნული პროტესტი გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მატრონას ხატის შეურაცხყოფის ფაქტს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, გუშინ, ხატის შეუარაცხყოფის ვიდეო სწორედ ნატა ფერაძემ გაავრცელა.
ის გუშინვე გამოკითხვაზე გადაიყვანეს იმის გამო, რომ, როგორც თავად ფერაძე ამბობს, მუქარის შემცველი შეტყობინებები გუშინდელი ინციდენტის გამო მიიღო.
0
0