
ალიევმა კაზინოების შესახებ კანონს მოაწერა ხელი. მინისტრთა კაბინეტს დაევალა ექვსი თვის განმავლობაში მოამზადოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები კაზინოს მუშაობის ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ მარეგულირებელი და სამართლებრივი აქტების გაუმჯობესების შესახებ, მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.
აზერბაიჯანში, 27 წლიანი პაუზის შემდეგ სათამაშო ბიზნესის ლეგალიზაცია მძიმედ დაარტყავს ამ სათამაშო ბიზნეს საქართველოში, ისევე როგორც მასთან დაკავშირებულ ბიზნესებს (სასტუმროები, რესტორნები და სხვა). დღემდე საქართველო იყო სასურველი სათამაშო ადგილი თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მაცხოვრებლებლებისთვის, ისევე როგორც თავად აზერბაიჯანის მოქალაეებისთვის. ლეგალიზაციის ამოქმედების შემდეგ ათობით მილიარდიანი ბრუნვა დიდი ალბათობით საქართველოდან აზერბაიჯანში გადაინაცვლებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს აზარტულ ბიზნესში 12,223 ადამიანი იყო დასაქმებული, საშუალო ხელფასი კი 3,228 ლარს შეადგენდა. 2019-2023 წლის სათამაშო ბიზნესის ბრუნვის მაჩვენებლები ასეთია:
2019 - 25.9 მლრდ ლარი;
2020 - 32.1 მლრდ ლარი;
2021 - 48.08 მლრდ ლარი;
2022 - 52.2 მლრდ ლარი;
2023 - 64.3 მლრდ ლარი;
2024 - 76.1 მლრდ ლარი;
2022 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა. ამით მთავრობა ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის მობილიზება შეძლო
0
0
ფოთში ავარიის შედეგად ორი პირი დაშავდა
29/07/2025