30/01/2026
22:35

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტს“ სტუმრობდა ფუტსალის ნაკრების მეკარე, ფერეიდნელი ქართველი ალი ასლანი. იგი ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი გმირი იყო, მეორე ტურში ხორვატიასთან 13 დარტყმა მოიგერია და მატჩის ფრედ დასრულებაში დიდი წვლილი შეიტანა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მეთამაშა ტოპ-დონეზე, თან საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით. დამეთანხმებით ძალიან რთული მატჩები იყო.
რვა წელია საქართველოში ვარ და დიდი ხნის წინაც მინდოდა, რომ ნაკრებში მოვხვედრილიყავი. თუმცა ადრე საბუთები ვერ გავაკეთეთ. ახლა, ევროპის ჩემპიონატის წინ ყველაფერი მოესწრო და სასიამოვნო იყო, რომ ნაკრებს ვეხმარებოდი.
ფერეიდნელი ქართველი ვარ, ძალიან მიყვარს საქართველო, ჩემი ისტორიული სამშობლო. რაც ხორვატიასთან პენალტის მოგერიების შემდეგ გავაკეთე, გულით გავაკეთე. მერე ვნახე, როგორ ვკოცნი გერბს.
ყველამ იცის, რომ ფუტსალი გუნდური სპორტია, მე მარტო ვერაფერს შევძლებდი. მადლობა მწვრთნელს, რომ ნაკრებში გამომიძახა და მათამაშა“.
წყარო:საზოგადოებრივი მაუწყებელი
0
0