11/07/2023
11:37
მსოფლიო
პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც ხანგრძლივ პატიმრობას იხდის ვლადიმირის რეგიონის მე-6 გამოსასწორებელ კოლონიაში, ყოველ საღამოს, ზედიზედ, ასი დღის განმავლობაში, ვლადიმერ პუტინის ერთსა და იმავე გამოსვლას ასმენენიბენ. ეს არის პრეზიდენტის თებერვლის გზავნილს ფედერალური ასამბლეისთვის. ამის შესახებ ოპოზიციონერის სახელით შეტყობინება ორშაბათს მის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მასში ასევე ნათქვამია, რომ ნავალნიმ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, განემარტა, რის საფუძველზე ასმენინებენ პუტინის ამ გზავნილს და არა რადიოს. სასამართლოში ეს „აღმზრდელობითი მუშაობის“ შესახებ ინსტრუქტაჟით ახსნეს.
გამოსასწორებელი მე-6 კოლონიის ცნობაში ასევე, ნათქვამია, რომ პუტინის გზავნილს ურთავენ „მსჯავრდებულთა შორის კანონმორჩილი ქცევის ჩამოყალიბების, პიროვნების, საზოგადოების, სამუშაოს, ადამიანური ქცევის ნორმებისა და წესების პატივისცემის მიზნით“.
0
0