
წარმოდგენა არ მაქვს, მიიღებენ თუ არა „მეგობარი აქტს“. რომც მიიღონ, არაფერი შეიცვლება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს გამოცემა The Hill-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ უარი თქვა სპიკერ მაიკ ჯონსონის თხოვნაზე, „მეგობარი აქტი“ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს დამატებოდა.
„თავდაპირველი „მეგობარი აქტი“ მართლა რაღაც შინაარსიანი დოკუმენტი იყო, მაგრამ ის ჩავარდა და აღარ მიიღეს. მერე გამოიტანეს მეორე კანონი, რომელსაც ისევ „მეგობარი აქტი“ დაარქვეს და ხალხს არც კი აუხსნეს, რომ იქ არაფერი განსაკუთრებული არ წერია. პირველ პალატაში იმიტომაც გავიდა და მიიღეს, რომ იქ არაფერი ეწერა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დაიბლოკა. წარმოდგენა არ მაქვს, მიიღებენ თუ არა. რომც მიიღონ, ჩემი აზრით, არაფერი შეიცვლება, მაგრამ ის, რომ სამჯერ თუ ოთხჯერ იზეიმა უკვე ხალხმა „მეგობარი აქტის“ მიღება, მეტყველებს, რამდენად არაგულწრფელია ოპოზიციაში ჩემი კოლეგების ნაწილი, რომლებიც ხალხს ეუბნებიან, რომ ეს რაღაც გარდამტეხი მომენტი იქნება, რომ აქტი მნიშვნელოვანია და თითოეულ პატარა ნაბიჯს, როგორც ზეიმს, ისე აფორმებენ. ამიტომ ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივანიჭებდი. რამდენიმე წელია, გრძელდება ეს ყველაფერი, ამას კარგი ფინალი არ უჩანს. თეორიულად მიღების რაღაც შანსი არსებობს, თუმცა რომც მიიღონ, არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება
04/12/2025