
„ბიბისის“ გამოძიებას უამრავი ნაკლი ან კითხვის ნიშანი აქვს, მაგრამ თავისთავად ის, რომ ვიღაცამ მეცნიერული სტატია დაწერა არ შეიძლება, გამოძიების საკითხი იყოს, მიტ უმეტეს, ქვეყნის იმიჯზე ცუდად მოქმედებდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსამდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი ტიპის ბრალდებები თუ დამაჯერებლად გამოიყურება, ეს მიუთითებს, არის მთავრობა, რომელზეც შეიძლება, ასეთი რაღაც დაიჯერო.
„ეს უფრო მთავრობის პრობლემაა. საბოლოო ჯამში, ყველას აქვს უფლება ილაპარაკოს ის, რაც უნდა. ეს შეიძლება, მორალურად არასწორი იყოს და ჩვენ რაღაც არ მოგვეწონოს ან პოლიტიკურად არ დავეთანხმოთ, მაგრამ ის, რომ ადამიანმა რაღაც კვლევა ჩაატარა, მეცნიერულ ჟურნალში გამოაქვეყნა და ამის გამო დაკითხვაზე იბარებ, არაფერში არ წერია. არსებობს სამი ჯგუფი, ვისაც ეს ინფორმაცია ნამდვილად უნდა ჰქონდეს, ეს არის „ქართული ოცნება“, რომელმაც ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც არაფერი უთქვამს და მესამე არის გახარია, რომელიც იყო შს მინისტრი და პრემიერი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ამასთან, ჰელსინკის კომისიასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ ეს კომისია შინაარსობრივად ჯო უილსონია.
„მის განცხადებებს, მათ შორის აშშ-ში, დიდად არავინ აქცევს ყურადღებას. ამიტომ, განსაკუთრებულ ღირებულებას ამ განცხადებას არ მივანიჭებდი. მით უმეტეს, რომ ამ განცხადების გარეშეც „ქართული ოცნების“ მიმართ ისედაც ბევრი კითხვაა გაჩენილი, მგონი, ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი: „ცნობები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია, მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას, მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და სანქციები დააწესონ“.
0
0
პროექტი ,,ჩვენი ჯარი“ გრძელდება
04/12/2025