
ღობეზე ყურადღების გადატანა არის მცდელობა, იმ პოლიტიკოსებმა მოიხსნან პასუხისგმებლობა, ვინც ათასობით ადამიანი მოატყუა, ვითომ რაღაც რევოლუციას ამზადებდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.
ალექსანდრე რაქვიაშვილს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის კომენტართან დაკავშირებით, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობეები 4 ოქტომბერს თავდასხმისთვის წინასწარ იყო მომზადებული და სცენარი, შესაძლოა, ოპოზიციის ზოგიერთი ნაწილის გამოყენებით ყოფილიყო განხორციელებული.
„დიდი ხანია, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს განსაკუთრებულ ღირებულებას არ ვანიჭებ. რა იგულისხმა ქალბატონმა სალომემ, თუ შეძლებს, თვითონ უნდა განმარტოს. ღობეს რაც შეეხება, ყველაზე ნაკლები პრობლემაა, იყო თუ არა ღობე მოჭრილი. ღობეზე ყურადღების გადატანა არის მცდელობა, იმ პოლიტიკოსებმა მოიხსნან პასუხისმგებლობა, ვინც ათასობით ადამიანი მოატყუა, ვითომ რაღაც რევოლუციას ამზადებდა. ზოგადად, ეს ყველაფერი „ქართული ოცნების“ ჩართულობის გარეშე რომ ვერ მოხდებოდა, ცხადზე ცხადია. ადამიანები ვის დაადანაშაულებენ, ერთმანეთს, თუ ყოფილ პარტნიორებს – თავად უნდა განმარტონ, მაგრამ დარწმუნებულო ვარ, ორგანიზატორების ნაწილი სხვადასხვა ფორმით „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
0
0