06/10/2022
16:45
მსოფლიო
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში ფასების მატება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.
„6 ოქტომბრიდან ნებისმიერ საქონელზე ფასის მატება იკრძალება. დღეიდან. არც ხვალიდან არც ზეგიდან, დღეიდან! ღმერთმა დაგიფაროთ, რომ საქონელი ბუღალტერიაში უკანა რიცხვით გაატაროთ. ასევე, ღმერთმა არ ქნას, რომ რომელიმე მაღაზია ან რესტორანი, ან რამე დაწესებულება ბელარუსის ბაზრიდან წავიდეს ამის გამო. ამაზე პასუხს აგებთ“ - განაცხადა ლუკაშენკომ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან გამართულ შეხვედრაზე.
ლუკაშენკომ ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბელარუსში ფასები კატასტროფულად გაიზარდა და 2022 წლის 8 თვეში ინფლაციამ 13% შეადგინა, ხოლო წლის ბოლომდე ის 19%%-ს გადასცდება. ლუკაშენკომ ეროვნულ ბანკს და მთავრობას ინფლაციის 7-8%-მდე შემცირებაც დაავალა.
0
0