ალექსანდრე ლუკაშენკო - საწყალი პუტინი, ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ, სიმართლე გითხრათ, მეცოდება
A-
+A
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი, მაგრამ თუ ის არ შეწყდება, სამ დღეში „ხორცსაკეპ“ მანქანად გადაიქცევა.
"ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში - „ხორცსაკეპი“, - განაცხადა ლუკაშენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ის ასევე გამოეხმაურა კიევის უარს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები მინსკში გამართონ.
„საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, მერე უკან იხევენ. სიმართლე გითხრათ, მეცოდება,“- აღნიშნა ლუკაშენკომ.
მისი მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის გადაწყვეტილებებში გარე ძალებზეა დამოკიდებული და ისინი მას მოლაპარაკებების უფლებას არ მისცემენ.
0
0
403
სიახლეები
ყველა
3
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%