
ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი მისწერა. ინფორმაციას ლუკაშენკოს პრესსამსახური ავრცელებს.
სამძიმრის წერილში ბელარუსის ლიდერი აღნიშნავს, რომ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს.
„მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მაღალ იდეალებს. ის ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის განმტკიცების, უსაფრთხოების, მეგობრობის და რელიგიათა შორის ურთიერთგაგების ინიციატივების მეშვეობით პატრიარქმა მოიპოვა განსაკუთრებული ადგილი მილიონობით ადამიანის გულში, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა.
მისი უწმინდესობის ილია მეორის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ხელი შეუწყო ასეულობით ტაძრისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას“, - აღნიშნულია ლუკაშენკოს წერილში.
ლუკაშენკომ აგრეთვე სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს ეკლესიასა და ქართველ ხალხს.
1
0