
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში გაიმართება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, არჩევნები 18 ან 25 ოქტომბერს გაიმართება. ზუსტი თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
„ერთ მხარეს იქნება მმართველი სერბეთის პროგრესული პარტია თავისი საარჩევნო სიით, მეორე მხარეს კი ყველა სხვა პოლიტიკური ძალა“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
მედიასთან საუბრისას ვუჩიჩს არ დაუკონკრეტებია, როდის გადადგება, რათა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება გახდეს შესაძლებელი.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები თავდაპირველად 2027 წლის დეკემბერში იყო დაგეგმილი.
„როიტერი“ წერს, რომ ვუჩიჩის განცხადება, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ანტიკორუფციულ საპროტესტო აქციებს მოჰყვა.
ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურზე ახლად გარემონტებული ბეტონის კონსტრუქცია ჩამოინგრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეები ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად ქვეყანაში არსებულ კორუფციასა და ნეპოტიზმს ასახელებდნენ და ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ
0
0