
ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელსაც საქართველოს მსგავსი ეკონომიკური ზრდა აქვს, მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ასეთი საოცარი შედეგები, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო წლისთვის საქართველო იქნება მოდელი რეგიონში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. მათ ქვეყანას აქვს უზარმაზარი ზრდის მაჩვენებელი. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დემონსტრაციების, აქციების ფოტოები, მაგრამ საქართველო განსაკუთრებით წარმატებულია. ზოგჯერ ამ სურათებმა შეიძლება, ხალხს უბიძგოს პროტესტისკენ, მაგრამ ქვეყანას აქვს 9,4-პროცენტიანი ზრდა. ევროპაში მაჩვენეთ ქვეყანა, რომელიც ასეთი ეკონომიკური ზრდა აქვს. მინდა, მივულოცო საქართველოს, ქართველ ხალხს, ქართულ სახელმწიფოს ასეთი საოცარი შედეგები. თქვენ იქნებით მოდელი რეგიონში მომავალი წლისთვის“, – განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.
0
0