
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ევროკავშირის მხრიდან მუქარის მიუხედავად, 9 მაისს მოსკოვში ჩავა.
როგორც ვუჩიჩმა განაცხადა, ევროკავშირში უფრო აქტუალური თემაა მისი მოსკოვში ვიზიტის გეგემები, ვიდრე ომი უკრაინაში და ევროპაში ელექტრომომარაგების შეფერხებები.
„მათ სხვა თემა არ აქვთ. მსოფლიო ცეცხლის ალშია, არ იციან, რა მოუხერხონ უკრაინას, ელექტროენერგიის გათიშვა. წარმოიდგინეთ, სერბეთში რომ 24 საათით ელექტროენერგია გათიშულიყო, ჩვენ თავდაყირა დაგვკიდებდნენ, მაგრამ მათთვის მთავარი პრობლემა ჩემი მოსკოვში ჩასვლაა“, – განაცხადა სერბეთის ლიდერმა.
ამასთან, სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანა არ გადაუხვევს ევროპული გზიდან, რადგან ეს იყო საარჩევნო დაპირება.
„დავპირდი პუტინს, რომ ჩავიდოდი მოსკოვში და ჩავალ. ამის შემდეგაც სერბეთი დარჩება ევროპულ გზაზე. უნდა ვთქვა, რომ როგორც პოლიტიკური ვეტერანი, ძალიან კარგად ვიცი სერბეთის ინტერესები. მილიარდები ჩაიდო ჩემს დასამხობად. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ მომენტში მარტოსული ვჩანდი, არ ვყოფილვარ, ხალხი ჩემთან იყო. არასდროს მომიტყუებია, როდესაც ვამბობდი, რომ ფერადი რევოლუციის მატარებელი უკვე წავიდა. თაღლითობა დიდხანს არ გრძელდება. სახელმწიფო მეტისმეტად სერიოზული საქმეა და არა სათამაშო. ვფიქრობ, 12 ან 13 რიცხვში ჩამოდიან ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, მე მათ მივიღებ“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
მისივე განმარტებით, მოსკოვში მხოლოდ იმ შემთხვევაში არ წავა, თუ „მას რაიმე მოუვა და იარსებებს გაუგონარი მუქარა სერბეთის მიმართ“.
0
0