19/10/2024
10:17
სპორტი
„ლივერპულის“ მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, შესაძლოა, უკვე ზამთარში „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს.
როგორც ესპანური გაზეთი Marca წერს, მადრიდული კლუბისთვის ცნობილია, რომ ალექსანდერ-არნოლდი არ გააგრძელებს კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან. აქედან გამომდინარე, „ლივერპული“ მზად არის, განიხილოს თავისი მცველის ტრანსფერი, ოღონდ მსხვილ თანხად.
ჯერჯერობით უცნობია, შეიძენს თუ არა „რეალი“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელს, თუ ზაფხულს დაელოდება, რათა ტრენტი თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ აიყვანოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ითამაშებს უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში „რეალი“ დანი კარვახალის გარეშე და ამ ფეხბურთელის შეცვლის რა ვარიანტები ექნება მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის.
ამ სეზონში ალექსანდერ-არნოლდმა შვიდი მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
0
0