
“ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ქართველიშვილი, ალენ ბერსეს დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და დაწერა:
რატომ არ დარჩა "კრება მხიარული" - რამ გამოიწვია გაშმაგებული რეაქცია ოპოზიციის რიგებში? განვიხილოთ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ვიზიტის, მის მიერვე გაჟღერებული ძირითადი შემაჯამებელი გზავნილები:
✅ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები - ვუერთდები მის ამ მოწოდებას. მით უმეტეს, რომ ამ უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობას ალან ბერსე აკისრებს ქვეყნის არჩეულ, ანუ ლეგიტიმურ ხელისუფლებას
✅ ადმინისტრაციული (და არა სისხლის-სამართლებრივი) წესით დაკავებული და რიგ შემთხვევაში, გზააბნეული ადამიანები ახალ წელს შეხვდებიან საკუთარ სახლებში, რაც სავსებით ჯდება ჯანსაღი კომპრომისების ფორმატში
✅ საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევის მიზნით ალან ბერსემ ორივე მხარეს მოუწოდა დიალოგისთვის: ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც - რაც უკვე გახდა ამ მაღალი რანგის ევროჩინოვნიკის დაცინვის და შეურაცხყოფის საგანი ჩვენი შიგ-ევროპელების მხრიდან
✅ არანაირი "რუსული" (რაც არც ერთხელ არ უხსენებია ალან ბერსეს), არამედ გამჭვირვალობის კანონი - არც გაწვეული იქნება და არც გაუქმებული, არამედ ვენეციის კომისიის წევრების მონაწილეობით იქნება სახეშეცვლილი.
როგორ და რა მიმართულებით - სამუშაო პროცესის დროს შევიტყობთ. იმედია, ასევე ჯანსაღი კომპრომისების ფორმატში
დაუფარავი გაღიზიანება, უკიდეგანო იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება, ანტიდასავლური რიტორიკა, დემოკრატიის უკუსვლა, შეშფოთებული აღშფოთება - გრძნობათა ეს ბუკეტი დაეუფლა შიგ-ევროპულ საზოგადოებას ამ მაღალი ევროპელი სტუმრის მიმართ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების ევროინტეგრაციის მიმართ ურყევი მისწრაფება. ასე იცის "ჩელიაბინსკმა"... - წერს ქართველიშვილი.
0
0