
გასაგებია თუ რატომ არის პრობლემა ალეკოსნაირი ადამიანები ამ მშიშარა და პარანოიკული ბანდისთვის - ალეკო ცქიტიშვილის მიმართ მოპყრობა გაუგონარი და წარმოუდგენელია,- ამის შესახებ კოალიცია „ხალხისთვის-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ალეკო ცქიტიშვილი არის ადამიანი, რომელიც წლებია იბრძვის საქართველოში ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის.
„ეს არის ადამიანი, რომელიც წლებია იბრძვის საქართველოში ყველა მოქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ერთად დავიწყეთ კამპანია „იცურე მშვიდად“ და მისი დამსახურებით არის თბილისის ზღვაზე ე.წ ჩანჩქერის ტერიტორია უსაფრთხო. მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, მან ბოლომდე იბრძოლა, რომ დაეცვა ყველა ბავშვის სიცოცხლე. გასაგებია თუ რატომ არის პრობლემა ალეკოსნაირი ადამიანები ამ მშიშარა და პარანოიკული ბანდისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლში პროკურატურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებენ.
პროკურატურის თანამშრომლებმა ცქიტიშვილს განუმარტეს, რომ ჩხრეკის პროცედურა სასამართლო განჩინების საფუძველზე ტარდება.
0
0