
დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის და მურუსიძის სამარცხვინო, მონური სასამართლო, რომელიც არ ემსახურება არც კანონს და არც სამართალს!
ეს არის პოლიტიკური დევნა! ეს არის რუსული დავალების შესრულება! - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ალეკო ელისაშვილი უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ - ალეკო ელისაშვილი რუსთაველზეც რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და ზუსტად ამიტომ ისჯება ის!
პირადად ბიძინა ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დადგება დრო და თავისუფალი სასამართლოს პირობებში ის რუსული მენტალობის, კრიმინალური რეჟიმი, რომელიც ჩამოაყალიბე, კრიმინალებს ფორმა ჩააცვი და მონა მოსამართლეებს მანტიები მოასხი, ყველა აგებს პასუხს სამართლიანი სასამართლოს პირობებში.
ვერანაირი დაკავებები, შეთითხნილი ბრალდებები და დაშინება, ქართველ საზოგადოებას ვერ გატეხს, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს.
მინდა სამართალდამცველებს მივმართო - კარგად დაფიქრდით, რას და ვის ემსახურებით, თქვენ ემსახურებით რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში. ეს არის რუსეთის სასამართლო და ქვეყნის მიტაცება და შეთრევა ხდება რუსეთში..." - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუკში".
0
0