
არ მჯერა, რომ 4 ოქტომბერს, ვიდრე არჩევნებს მოვრჩებით, საღამოს 8 საათზე ხელისუფლება შეიცვლება, არ მიმაჩნია პასუხისმგებლობიან ქმედებად მსგავსი მოლოდინის შექმნა, -ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა ერთ-ერთ ტელეარხზე სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, არასწორია მოლოდინის შექმნა, თითქოს ჯადოსნური ჯოხი არსებობს, რომლის რუსთაველზე მოქნევის შემდეგაც ირაკლი კობახიძე გაქრება.
„არ მჯერა, რომ 4-ში, სანამ არჩევნებს მოვრჩებით, საღამოს 8 საათზე ხელისუფლება შეიცვლება. არ მჯერა, რა ვქნა. არ მიმაჩნია პასუხისმგებლობიან მოქმედებად ის, რომ ასეთი მოლოდინი შექმნა. ასეთ მოლოდინს რომ ქმნი და ისე წარმოაჩენ, თითქოს ჯადოსნური ჯოხი გაქვს, რომელსაც რუსთაველზე მოიქნევ და გაქრება კობახიძე, მდინარაძე და დანარჩენი. არ მჯერა, რომ ხალხს რუსთაველზე დაინახავენ და გაიქცევიან. გავალ რუსთაველზე და რა? ისედაც დავდივარ რუსთაველზე და არ გარბიან ჯერ. რაღაც სხვაგვარად არის გასაკეთებელი. ბევრი ხალხის დანახვაზე, საკუთარ პოზიციას იცვლის ნამუსიანი მთავრობა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
0
0