
ალეკ ბოლდუინს შესაძლოა ბრალი ხელახლა წარუდგინონ, რადგან ახალი მოხსენება ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე საბედისწერო გასროლის შესახებ, მსახიობის და პროდიუსერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეჭვქვეშ აყენებს.
ალეკ ბოლდუინი უარყოფს იარაღის გასროლას, რამაც კინემატოგრაფი ჰალინა ჰატჩინსის სიკვდილი გამოიწვია, იარაღის ექსპერტები კი ჩახმახზე დაკვირვებით ამბობენ, რომ სასხლეტი აუცილებლად უნდა გამოწეულიყო.
ახალი დოკუმენტის მიხედვით, იკვეთება იარაღის სავარაუდო მოდიფიკაციის ფაქტი, "მიუხედავად იმისა, რომ ალეკ ბოლდუინი არაერთხელ უარყოფს სასხლეტის გამოწევას, ჩატარებული ტესტების, დასკვნებისა და დაკვირვებების გათვალისწინებით, სასხლეტი საკმარისად უნდა გამოწეულიყო, რათა ამოწეული ჩახმახი გათავისუფლებულიყო" - წერია მოხსენებაში.
მსახიობის წარმომადგენლებმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრეს, რომ მიმდინარე საქმის უახლეს განვითარებაზე კომენტარი არ აქვთ.
0
0