12/11/2021
10:14
მსოფლიო
სარჩელში მოპასუხეა არიან გადამღები ჯგუფის ორი ათეული წევრი, კერძოდ, მსახიობი ალეკ ბოლდუინი, რომელმაც ჰატჩინსს ესროლა, რეჟისორის ასისტენტი დევიდ გოლსი, რომელმაც ბოლდუინს იარაღი გადასცა და ჰანა გუტიერეშ-რიდი, რომელიც რეკვიზიტზე იყო პასუხისმგებელი.
სვეტნოი ირწმუნება, რომ ტყვია, რომელმაც მისი მეგობარი ჰალინა ჰატჩინსი მოკლა, კინაღამ მასაც მოხვდა. მოსარჩელის თქმით, ტრაგედიის მიზეზი გადამღები ჯგუფის წევრების დაუდევრობა გახდა, რომლებიც იმ იარაღის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს, რომელიც გადაღებისას გამოიყენეს.
პრესკონფერენციაზე სვეტნოიმ აღნიშნა, რომ “ჟანგის” გადასაღებ მოედანზე მომხდარ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, მან დაინახა ტალახში უყურადღებოდ დატოვებული იარაღი. მისი თქმით, მან გადამღები ჯგუფის რეკვიზიტზე პასუხისმგებელ წევრებს ამის შესახებ უთხრა.
0
0