03/12/2021
10:52
მსოფლიო
ინციდენტი 21 ოქტომბერს ნიუ-მექსიკოს შტატში მოხდა. ბოლდუინმა რევოლვერიდან გაისროლა. რომელშიც ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო საბრძოლო ვაზნა აღმოჩნდა. ტყვია ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსს მოხვდა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო რეჟისორი ჯოელ სოუზა დაიჭრა.
„ვიღაცამ რევოლვერში საბრძოლო ვაზნა ჩადო და მე ზუსტად ვიცი, რომ ეს მე არ ვყოფილვარ“ - განაცხადა ბოლდუინმა. მისი თქმით, ასეთი შემთხვევა შეიძლება იყოს „ერთი ტრილიონიდან“. „მე არ ვიცი როგორ მოხვდა ტყვია რევოლვერში, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მსგავსი შემთხვევები მომავალში არ განმეორდეს“ - ამბობს ალეკ ბოლდუინი.
ამჟამად ინციდენტის დეტალებს პოლიცია იძიებს. ჯერჯერობით სამართალდამცველების მიერ დაკითხული ყველა პირი აცხადებს, რომ გადასაღებ მოედანზე ნამდვილი, საბრძოლო ტყვია არ უნდა მოხვედრილიყო და იქ ფილმის გადაღებისას მხოლოდ ცარიელ მასრებს იყენებენ.
0
0