
მისი თქმით, არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები.
„არჩევნების დღე ზოგადად გაიმართა წყნარ და მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად, თუმცა აღინიშნებოდა ძალადობის ცალკეული ინციდენტები, საერთაშორისო არჩევნების სადამკვირვებლო მისიამ შეაფასა გახსნითი პროცესი და აგრეთვე ხმის მიცემის პროცედურა. შეაფასა პოზიტიურად და აგრეთვე, აღსანიშნავია, რამდენიმე შემთხვევა იმ ფაქტისა, როდესაც ხდებოდა ამომრჩევლების გადავსება, რამაც გამოწვევის წინაშე დააყენა COVID-19-თან დაკავშირებული რეგულაციების აღსრულება. დათვლის პროცესი იყო შეფასებული გამჭვირვალედ, მაგრამ გავლენა მოახდინა მნიშვნელოვან რაოდენობა უბნებზე, სადაც მოხდა პროცედურული ხარვეზები და სირთულეები ოქმების შევსების კუთხით. საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო გვაძლევს ადეკვატურ საფუძველს დემოკრატიურლი არჩევნების ჩატარებისთვის“, - განაცხადა ალბერტ იონსონმა.
0
0