06/04/2023
09:28
პოლიტიკა
“ჯერ არ გვიმსჯელია, ალბათ, ვიმსჯელებთ, რა ტიპის რეაგირება უნდა გვქონდეს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თამაშის წესები იყოს დაცული...”, ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“ჯერ არ გვიმსჯელია, ალბათ, ვიმსჯელებთ, რა ტიპის რეაგირება უნდა გვქონდეს, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, თამაშის წესები იყოს დაცული… რა ტიპის რეაგირება გვექნება, ეს არის ცალკე საქმე, მაგრამ მე ყველას პირობას ვაძლევ, საქართველოშიც და საქართველოს გარეთაც, რომ ვერცერთი უსამართლო ქმედებით საქართველოში ვერ მოხდება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფა და ჩვენ არასდროს დავუბრუნდებით იმ წარსულს, რომელიც მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან, როდესაც სწორედ ნაცმოძრაობის ხელით იმართებოდა სასამართლო სისტემა.
მე ამის პირობას ვაძლევ ქართულ საზოგადოებას და ყველას გარეთ, ვისაც შეიძლება ჰქონდეს გარეთ ინტერესი, რომ მოახდინოს სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, ამას ვერ დავუშვებთ ჩვენ" - განაცხადა კობახიძე, აშშ-ის მხრიდან ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირებაზე.
0
0