
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილის განცხადებით, ძლიერმა ქარბორბალამ, რომელიც დაახლოებით, ორ წუთს გაგრძელდა, ზოლად გადაუარა ალავერდის ტაძრის ტერიტორიას, დააზიანა ალავერდის ტაძრის როგორც გარე, ისე შიდა ინფრასტრუქტურა, სახურავი მოხადა მონასტრის გუმბათს. ასევე, სახურავი გადახადა მონასტრის რეზიდენციას, რომელიც კრამიტით არის გადახურული. ის საგრძნობლკად არის დაზიანებული.
ნასყიდაშვილმა რადიო „სივრცის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დაზიანებულია ზეთისხილის ბაღები, გარე განათების ბოძები.
მისი თქმით, ითვლება ზარალი, რაშიც ჩართულია სამხარეო ადმინისტრაცია. ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურები.
„ამ ეტაპზე არ არსებობს წინასწარი ინფორმაცია, თუ რა სახის ზარალი მიადგა ალავერდს. ქარიშხალი აცდა სოფლებს, საბედნიეროდ არ არის მსხვერპლი. ერთმა პირმა მიიღო მსუბუქი დაზიანება, რომელსაც გაეწია სამედიცინო დახმარება. ქარბორბალა ვენახებს არ შეხებია“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, მსგავსი სტიქიული მოვლენა, როგორც ხანში შესული ადამიანები აცხადებენ, არ ახსოვთ.
0
0