ალავერდის სამონასტრო კომპლექსში უახლოეს პერიოდში კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონიაა დაგეგმილი
05/09/2024
12:00
საზოგადოება
A-
+A
ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს.
დასრულებულია კარიბჭე-სამრეკლოზე ანტისეისმური სარტყლის მონტაჟი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გუმბათიდან დაზიანებული თუნუქის საბურველის მოხსნა. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ჯვრის აღმართვის ცერემონია.
არქიტექტორ-რესტავრატორის ნიკო ზაზუნიშვილის განცხადებით, წმინდა გიორგი სახელობის ტაძარი მთლიანად ხარაჩოებშია.
„მიმდინარეობს გუმბათის სტრუქტურის შესწავლა. ზედა ნაწილი გაიხსნა და ასევე, დასავლეთით, სტოას გადახურვიდან მოიხსნა ძველი ამორტიზებული, დაზიანებული კრამიტის საბურველი. ასევე მიმდინარეობს ორივე ჯვრის, სამრეკლოსა და ტაძრის, ყალიბების დამზადება“, - აღნიშნა რესტავრატორმა.
ალავერდის ტაძარი 25 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა.
0
0
121
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%