ალავერდის სამონასტრო კომპლექსში, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დაწყებულია.
ძლიერმა ქარბორბალამ მნიშვნელოვნად დააზიანა სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია: სტიქიის შედეგად გადახდილია გუმბათის თუნუქის საფარი, ტაძრის სამხრეთ კალთაზე დაზიანებულია ლორფინის სახურავი, ჩამსხვრეულია ტაძრის დასავლეთი მხარის და გუმბათის სარკმლები, დაზიანებულია სამრეკლოს თუნუქის სახურავი და საეპისკოპოსო სასახლის კრამიტის სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
ამჟამად მიმდინარეობს დაზიანებათა სიმძიმის განსაზღვრა და უახლოეს დღეებში ადგილობრივ ეპარქიასა და მის მმართველ, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად დაიგეგმება ტაძრის დაზიანებების აღმოსაფხვრელი ღონისძიებები.
ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღდგენაში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ, ისე მრევლმა, ბიზნესის წარმომადგენლებმა.
ალავერდის განვითარების ფონდ „ტალავარში“ გახსნილია ანგარიში, რომელზეც ნებისმიერ პირს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს თანხა და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ისტორიულ-კულტურული ღირშესანიშნაობის შენარჩუნებაში, სტიქიის სალიკვიდაციო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად და ეფექტურად განხორციელებაში.
ცნობისთვის, ავტოკეფალური ეკლესიის მიერ, 2013 წელს დაარსდა ალავერდის განვითარების ფონდი „ტალავარი“. მისი მიზანია, ქართული ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და წარმოჩენის ხელშეწყობა. შემოსული თანხები კი ხმარდება ალავერდის სამონასტრო კომპლექსის აღდგენა-რეაბილიტაციას. კერძოდ, მარნის კეთილმოწყობას, სიძველეთა საცავის მოვლა-პატრონობას, ქვევრის სწავლის ხელოვნების განვითარებას და ა.შ.
ფონდი „ტალავარის“ საბანკო რეკვიზიტია:
ლარის ანგარიშის რეკვიზიტები
მიმღები ბანკი ს.ს “თიბისი ბანკი”
ბანკის კოდი TBCBGE22
მიმღების ანგარიში GE87TB7051236020100013
მიმღების სახელი ალავერდის განვითარების ფონდი 'ტალავარი'
FOR LARI TRANSFER
Beneficiary’s Bank JSC TBC Bank
Bank Code TBCBGE22
Beneficiary’s IBAN GE87TB7051236020100013
Name of Beneficiary Alaverdis ganvitarebis pondi 'talavari'
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025