
"ადრე ვთქვი, რომ აი, ამ საქართველოს შვილები ვართ ჩვენ, ასე ალალად მოყვარულების სამშობლოს თვისტომის და მისი ჭირის გამზიარებლები და ამიტომ, ახლაც და ათასგზის ალალი იყოს ის სისხლი რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან ...“ - ეს ემოციური პოსტი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას მამას, არჩილ ხოფერიას ეკუთვნის.
არჩილ ხოფერიამ ეს პოსტი მასთან მისასამძიმრებლად მისულ, სრულიად უცხო ადამიანს მიუძღვნა.
„ამ წუთას, როცა სტუმრებს ვაცილებდი, რომლებიც შორი გზიდან ჩამოვიდნენ ჩემი ჭირის გასაზიარებლად, ჭიშკარს დიდი ჯიპი მოადგა და კაცი გადმოვიდა...
როგორც გაირკვა პირადად არავის გვიცნობდა ჩემზე იზუსტად იმდენით იყო უმცროსი, რითაც ჩემ შვილზე უფროსი ორი შვილის მამა მესამეს რომ ელოდება...
სულ რამდენიმე წუთი იჯდა სუფრაზე და მითხრა, რომ 30 წელია მიყურებს და იცის, ვინ ვარ და ახლა ამას ჩემი შვილის ამბავიც დაერთო და იტირა ამ უცნობმა ქართველმა… იტირა... მითხრა რომ ჩვენ მაგალითზე და სიტყვებზე იზრდებოდა და არა მარტო თვითონ...
ადრე ვთქვი, რომ აი, ამ საქართველოს შვილები ვართ ჩვენ ასე ალალად მოყვარულების სამშობლოს თვისტომის და მისი ჭირის გამზიარებლები და ამიტომ, ახლაც და ათასგზის ალალი იყოს ის სისხლი, რაც ჩვენ და ქართველმა მეომრებმა დაღვარეს, ღვრიან, დაღვრიან ...“ - დაწერა არჩილ ხოფერიამ.
0
0