
ქუვეითური გაზეთის, "ალ-ჯარიდას" ცნობით, მოჯტაბა ხამენეი, რუსული სამხედრო თვითმფრინავით, საიდუმლოდ მოსკოვში გადაიყვანეს. გაზეთის ინფორმაციით, მან ირანი 12 მარტს დატოვა და აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დროს მიღებული ფეხის მძიმე დაზიანებების გამო, კუვე ჩაუტარდა "წარმატებული" ოპერაცია.
უზენაეს ლიდერთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, გაზეთი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ხამენეის რუსეთში გადაყვანა და სამედიცინო დახმარების გაწევა პირადად შესთავაზა ირანელ კოლეგას, მასუდ პეზეშკიანს სატელეფონო საუბრის დროს.
Financial Express-ი წერს, რომ ეს განცხადება სხვადასხვა გავლენიანი მედიასაშუალების მიერ, წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას ემთხვევა, რომლებიც მიუთითებს, რომ ხამენეიმ ფეხის სერიოზული დაზიანება მიიღო. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური დადასტურება არ ყოფილა და ირანი კვლავ ამტკიცებს, რომ "ახალ უზენაეს ლიდერთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს".
ცნობისთვის, ისრაელის და ამერიკული მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ მოჯტაფა ხამენეი პირველი დარტყმების დროს დაიჭრა, როდესაც მისი მამა და ოჯახის რამდენიმე წევრი დაიღუპა.
0
0