
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე, „ბრენტის“ ტიპის ბარელი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და ბარელზე 80-მდე დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ფასებმა შესაძლოა, 100 დოლარს გადააჭარბოს. ჯერ კიდევ პარასკევს, ბირჟებზე ბარელის ფასი 73 დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება რეალიზებული მსოფლიოს ნავთობის 20%-ის ტრანსპორტირება. ოქროს ფასები ერთთვიან მაქსიმუმზეა და უნციაზე 5 360 დოლარს შეადგენს.
მას შემდეგ, რაც, რეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი შესაძლოა, მომდევნო ოთხი კვირა გაგრძელდეს, გაურკვევლობამ აქციების ფასების დაცემა განაპირობა აზიის ბირჟებზე. იაპონური აქციებისა და იენის ფასი დაეცა, თუმცა გაიზარდა სახელმწიფო ობლიგაციების ღირებულება. ნიკეის ინდექსი დღეს 874 პუნქტით დაეცა, ჰონგ კონგის აქციების ინდექსი 2%-ით დაეცა, ჩინური აქციების ინდექსი კი, ჯერ უცვლელია.
0
0