
ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, დეესკალაციისთვის საუკეთესო გზა დიპლომატიაა.
„დიპლომატია კვლავ საუკეთესო გზად რჩება და მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას“, - წერს კალასი
შეგახსენებთ, ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.
0
0