
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე გიორგი მშვენიერაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბობს, რომ ქართულმა დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა ეუთო-ს დეკლარაციას, სადაც მოწოდებაა სირიისადმი, აფხაზეთის აღიარების უკან წაღებაზე.
მანამდე, ოპოზიციურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა.
„ახლა მხარი არ დაუჭირესო. იქნებ ვინმემ გააგებინოს ამ პატივცემულს, რომ სირიის მთავრობისადმი მოთხოვნა - გაიწვიოს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ქართული საპარლამენტო დელეგაციის მიერ იყო მოთხოვნილი და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ დაინიცირდა ეს ცვლილება და მიიღო მხარდაჭერა, როგორც შესაბამის კომიტეტზე, ასევე საბოლოო კენჭისყრის დროს“, - წერს ბითაძე.
0
0