
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი პოლიტიკოსებს, იარაღის მწარმოებელსა და ბანკირებს აწყობთ.
„ვინმეს ოდესმე სურდა ომი? ზოგიერთ ევროპელ პოლიტიკოსს ომი სურდა, რომლებიც თვლიან, რომ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა შეიძლება დამარცხდეს ჩვეულებრივ ომში. კარგი, ამაშიც წარმატებები! იარაღის მწარმოებელებს ყოველთვის ომი ან რაიმე სახის შეიარაღებული ღონისძიებები სურთ. ესენი იარაღის მწარმოებლები არიან. ახლა კი მესამე ჯგუფი გამოჩნდა. ახლა ბანკირებს მოუნდათ ომის გაგრძელება, რადგან ამ გზით მიიღებენ ისინი რუსულ ფულს. მინდა ყველას ვუთხრა, არ დაიჯერონ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები საკმარისად ფხიზლები არიან, რომ ომში ჩათრევა თავიდან აიცილონ.
ევროპის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის უპროცენტო სესხის გამოყოფა კონფლიქტის გახანგრძლივებას და მისი გაგრძელების დაფინანსებას ნიშნავს. უკრაინისთვის 90-მილიარდიანი სესხის მიცემის მომხრეებიც კი აღიარებენ, რომ ეს თანხა უკან აღარ დაბრუნდება... ეს არ არის ეკონომიკური პოლიტიკა, არამედ ომის გაგრძელების დაფინანსებაა. ასეთი ნაბიჯის შედეგი იქნება ევროპული ქვეყნების ბიუჯეტის შემცირება სხვა სფეროებში. უნგრეთი არ მიიღებს მონაწილეობას სესხის გამოყოფაში“, - თქვა ორბანმა.
0
0