
ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლონეთის მოქალაქეების მეოთხედი მხარს უჭერს მათი ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას.
Le Grand Continental-ის მიერ შეკვეთილი გამოკითხვის მიხედვით, რომელსაც პოლონური მედია ავრცელებს, პოლონეთის მოქალაქეების 69% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში დარჩენას, ხოლო 25% – ევროკავშირიდან გასვლას. როგორც პოლონური მედია წერს, სამი წლის წინ პოლონელების 92% უჭერდა მხარს ევროკავშირში დარჩენას.
აღნიშნული გამოკითხვა ასევე ჩატარდა გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და ხორვატიაში.
შედეგებმა აჩვენა, რომ ევროკავშირის მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კმაყოფილია. საერთო ჯამში, გამოკითხულთა 74% მხარს უჭერს ევროკავშირში ყოფნას. საშუალოდ, მოქალაქეების 19%-ს სურს ევროკავშირიდან გასვლა, ხოლო 7%-ს არ აქვს მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პორტუგალიის მოქალაქეების 90% არ სურს ევროკავშირიდან გასვლა, ასევე ესპანეთის მოსახლეობის 89%-საც ევროკავშირში დარჩენა უნდა. ამასთან, გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ საფრანგეთში გამოკითხულთა 67%-ს სურს ბლოკში დარჩენა, ხოლო 27%-ს ევროკავშირიდან გასვლა უნდა.
0
0