
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას, ინიციატივის შინაარსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული.
"ცვლილებებს რაც შეეხება, შინაარსობრივად რომ გავყვეთ, როგორც გითხარით, თვითრეგულირების ნაწილი ყალიბდება ისე, რომ რაც თვითრეგულირებაში იყო, გადმოდის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განსახილველ საკითხებად. ახალი ამბები უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული, უნდა გავრცელდეს ჯეროვანი სიზუსტით და მიუკერძოებლად. მაუწყებელი უნდა აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ამავდროულად, როდესაც ახალი ამბების დროს ინსცენირება არის გამოყენებული, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ინსცენირებას აქვს ადგილი. მაუწყებელმა, ასევე, უნდა მიუთითოს ანონიმური წყარო, როდესაც რაიმე ინფორმაციას ავრცელებს, ცალსახად და ნათლად უნდა თქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ვრცელდება," - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
0
0