
მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილის, ოპოზიციისა და მათი პარტნიორების მხრიდან ძალადობის ბრალდებით აქციაზე დაკავებული პირების მიმართ არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს.
ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში ტერორი გრძელდება და 19 წლის საბა ჯიქიას მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. იგივე შინაარსის განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, რომლებიც დაკავებულების უდანაშაულობაზე საუბრობენ.
"საბა ჯიქია, ახალგაზრდები, რომლებიც რუსთველზე იცავდნენ კონსტიტუციურ პრინციპებს, კონსტიტუციურ განაწესს . ეს არის ჩვენი ნებისმიერი მოქალაქის უფლება. ახალგაზრდა ადამიანი 4 წლითა და 6 თვით რომ გაუშვეს ციხეში, ეს არ არის სამართლიანობა, ეს არის რეპრესია", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაულები პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალებშიც ჩანს. მათივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, პარლამენტსა და საპოლიციო ძალებზე შტურმი მშვიდობიანი აქციების სახელით შეფუთოს.
0
0