27/10/2021
10:31
პოლიტიკა
ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან განაცხადა და განმარტა, რომ პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მივიდა.
„დღეს შევიტყვე, რომ პატიმარ სააკაშვილს ამოუქოლეს ფანჯრები. ამ ნიუანსს რომ ჩავუღრმავდეთ, ეს რას ნიშნავს და რა სილის გაწვნაა მოქალაქეებისა და საზოგადოებისთვის. რას გვიბედავენ უკვე, რომ მესამე პრეზიდენტს ამოუქოლონ ფანჯრები. ეს არის წამების ფორმა ჩვეულებრივ. არსებობს ათასგვარი ფობია. ფსიქოლოგიურად დათრგუნვა წამების ჩვეულებრივი ფორმაა.
30 რიცხვს მივჩერებივართ თითქოს ყველა. სინამდვილეში, რა გვიშლის ხელს პარალელურად ლოდინისა? ხალხო, ქვეყანა თავზე გვემხობა. „თალიბანს“ ხომ არ ველოდებით? გესმით, თქვენ ვიღაცა ხელმწიფეა კრეტინი, ხელმწიფეა სათავეში. სათავეში არის დუპლეტი და კრეტინი ხელისუფლება, რომელიც ბედავს, გვითხრას, რომ ჩვენ ამოგიქოლეთ თქვენ ფანჯრები. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვეგუებით, რომ პატიმარს, მესამე პრეზიდენტს ამოუქოლოს ვიღაც კრეტინმა ფეოდალმა ფანჯრები. არაფრით არ ვაპირებ ამას შევეგუო. მეკითხებიან, რას აპირებ? – ყველაფერს, რაც კი გამოუგონია კაცობრიობას. მე არ ვარ რადიკალი, რადიკალი არის ვინც კონსტიტუციას არღვევს. მე არ ვარღვევ კონსტიტუციას. კონსტიტუციური უფლების გამოყენებას ვაპირებ. აჯანყების გარეშე არ წავა ეს კრეტინი ფეოდალი. არ წავა ეს პატარა ტანის ხელმწიფე. არ წავა არაფრით. „პატარა ტანის ხელმწიფეობაში“ მის სიმაღლეს არ ვგულისხმობ, „პატარა კაცობას“ ვგულისხმობ.
აჯანყება მრავალათასიან ტალღას გულისხმობს, მოედანზე დარჩენით, ჩანაცვლებით, იქ ყოფნით. არ არის სავალდებულო, რომ იქ ვიღაცამ შიმშილი გამოაცხადოს. ამ ყველაფრის მომხრე მე ადრე ვიყავი. ვემორჩილები იმ შეთანხმებას. უმრავლესობა თავის გადაწყვეტილებებს იღებს, მაგრამ რავიცი, 30-მდე მიაღწევს ეს ადამიანი? ახლა, უკვე იმაზეა საუბარი ხალხო, რომ არ ამოუქოლონ ფანჯრები, გადაიყვანონ მულტიპროფილურ კლინიკაში. არაფერ შუაში აღარ არის აქ უკვე პრეზიდენტის, ერთი პიროვნების შიმშილი. ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ შეურაცხყოფილები, რომ ამას ვიღაც ბედავს სათავეში. ხან გვეუბნება, რომ წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთო. რომ გადმოვთარგმნოთ არაიურიდიულ ენაზე, ეს არის ლინჩი. ვიღაც ტიპი გამოდის, პრემიერი და ემუქრება პატიმარს – „შენ წესიერად მოიქეცი, თორე დავამატებთ წლებს“. ეს ნიშნავს, რომ მას აქვს მორგებული ტანზე სასამართლო, ის არის მოსამართლე, ის არის პროკურორი, ყველაფერი ის არის“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0