
მეცნიერებმა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შექმნეს, რომელმაც უსაფრთხოების პირველი გამოცდა გაიარა. ამის შესახებ სამედიცინო გამოცემაში The Lancet წერენ.
ლენაკაპავირი მედიკამენტია, რომელიც იმუნოდეფიციტის ვირუსის სამკურნალოდ გამოიყენება. ის აჩერებს ახალი ინფიცირებული უჯრედების წარმოქმნას.
მართალია, კვლევის პირველმა ეტაპმა კარგად ჩაიარა, თუმცა შემოწმებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუ საბოლოოდ ყველაფერი წარმატებით დასრულდება, ეს აივ ინფექციის წინააღმდეგ ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მკურნალობის ფორმა გახდება.
ამჟამად პროფილაქტიკის მიზნით, რათა რისკი შემცირდეს, ადამიანებს შეუძლიათ, ყოველდღიური აბი, PrEP, მიიღონ ან რვა კვირაში ერთხელ ინიექცია გაიკეთონ. მედიკამენტი საკმაოდ ეფექტიანია, თუმცა მისი ყოველდღე მიღება შეიძლება სირთულესთან იყოს დაკავშირებული.
2023 წლის მონაცემებით დაახლოებით 39.9 მილიონი ადამიანი აივ ინფექციითაა დაავადებული. გლობალური ფონდი და გაერთიანებული ერების პროგრამა ამ ეპიდემიის 2030 წლამდე დასრულებაზე მუშაობს. ეს ისეთ მედიკამენტებზე, როგორიცაა PrEP, ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს.
კვლევის პროცესში 40 არაინფიცირებული ადამიანი მონაწილეობდა. მათ ლენაკაპავირის ვაქცინა მიიღეს და არანაირი გვერდითი მოვლენა განვითარებულა. 56 კვირის შემდეგ მედიკამენტი ამ ადამიანების სხეულებში ჯერ კიდევ აღინიშნებოდა.
გეგმავენ, რომ სამომავლო კვლევებში უფრო მეტი განსხვავებული მონაწილე ჩართონ.
0
0