02/07/2024
10:54
მსოფლიო
![main-img]( /storage/files/%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A0%20%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%90%E1%83%90.jpg )
ძლიერი ტურბულენტობის შედეგად Air Europa-ს რეისზე 30 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, Boeing 787-9 მადრიდიდან ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში მიფრინავდა, როდესაც ტურბულენტობის ზონაში მოხვდა. ინციდენტის გამო თვითმფრინავს ბრაზილიაში მოუწია დაჯდომა. ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ დაშავებული მგზავრები საჭირო დახმარებას იღებენ. ბორტზე ამ დროს 325 მგზავრი იმყოფებოდა.
ბოლო თვეების განმავლობაში ეს უკვე მესამე მსგავსი შემთხვევაა. მაისში ტურბულენტობის გამო Singapore , Airlines-ის მგზავრი დაიღუპა, რამდენიმე დღეში კი დოჰა-დუბლინის რეისზე ტურბულენტობის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. აქამდე ტურბულენტობის დროს მგზავრების დაშავება ძალზედ იშვიათ მოვლენად ითვლებოდა. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ეს შესაძლოა კლიმატის ცვლილების შედეგები იყოს.
0
0