"აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებული ხვალ, 12 საათზე გამოვლინდება
13/09/2021
16:34
საზოგადოება
A-
+A
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, "აიცერი და მოიგეს" პირველი გამარჯვებული ხვალ, 12 საათზე გამოვლინდება.
მისივე თქმით, პიროვნებას, რომელიც დღეს აიცრება, ხვალ უკვე ექნება შესაძლებლობა, გათამაშებაში მონაწილეობა მიიღოს.
"პირველი გამოვლინდება ხვალ, 12 საათზე. პირველი გამარჯვებული გამოვლინდება დღევანდელი დღის ჩათვლით ყველა ვაქცინირებული ადამიანებიდან. შესაბამისი მონაცემები უკვე გადაცემულია ლატარიის კომპანიისთვის, რომელიც ხვალ, 12 საათზე განახორციელებს პირველ გათამაშებას.
მონაცემები ყოველდღიურად განახლდება. დღევანდელი მონაცემები, დღის ბოლოს მიეწოდება ლატარიის კომპანიას, შესაბამისად, თუ პიროვნება აიცრა დღეს, მას ხვალ ექნება შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა გათამაშებაში,"- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
0
0
239900
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%