„სახელმწიფოს პირველი პირი ესწრებოდა ნაკრების პირველ თამაშს... აი, რა პირით ჩავიდა იქ, საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 53 დასაჯილდოვებელი ადამიანდან 19 ადამიანი ამოშალა...“- ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, გია გორგოძემ რადიო სივრცის გადაცემაში - „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან“ ისაუბრა.
როგორც გორგოძემ აღნიშნა,პრეზიდენტის საქციელს არანაირი გამართლება არ აქვს:
„სახელმწიფოს პირველი პირი ესწრებოდა ნაკრების პირველ თამაშს... აი, რა პირით ჩავიდა იქ, საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 53 დასაჯილდოვებელი ადამიანდან 19 ადამიანი ამოშალა...იქ რომ დასკუპდა, დინამოს სტადიონზე ყოფილა საერთოდ? არავის არ დაუპატიჟებია იქ. რა პირით ჩადიხარ, როცა რამდენიმე დღით ადრე ადამიანები რომლებმაც აქამდე მიგიყვანეს სიიდან შლი და არ აჯილდოვებ. შენც ახლა ბილ გეიტსი არ იყო რომ თანხით დააჯილდოვო, უნდა მიეც ღირსების ორდენი - 19 კაცი ამოშალა სიიდან, არ ვიცი, ამას არავითარი გამართლებები არ შველის.“ - განაცხადა გია გორგოძემ.
0
0