
2020 წელს, როდესაც კოვიდ პანდემიამ მთელი მსოფლიო იზოლაციაში მოაქცია, არტისტებსა და მხატვრებს გზები ჩაეხერგათ და გარე სამყაროსთან კონტაქტის გარეშე ბევრს დაეკარგა შთაგონების წყარო და მუშაობა შეწყვიტა.
ერთ-ერთი ასეთი მხატვარი იყო ალექსანდრე რებენი, არტისტი, მკვლევარი და რობოტექნიკი.მას ჰქონდა წვდომა ალგორითმზე, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებლად დაეწერა ესეები, მოთხრობები, სტატიები და სხვა სახის ნაწარმოებები. ამისთვის, მას უბრალოდ უნდა ეკარნახა ალგორითმისთვის გარკვეული სახის ინფორმაცია.
თუ ალგორითმს შეუძლია ნაკარნახევი მცირე ტექსტის მიხედვით შექმნას ლიტერატურული ნაწარმოები, ლოგიკურია, ნახატის ან თუნდაც ქანდაკების შექმნაც შეუძლია. ალექსანდრე რებენი ამ იდეამ გაიტაცა და დაიწყო ექსპერიმენტების ჩატარება -ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირება.
როგორ იქმნება AI art
ხელოვნებაში ხელოვნური ინტელექტის ჩარევამ პოლემიკა გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მიმდინარეობა ეწინააღმდეგება ხელოვნების მთავარ პრინციპებს და AI art დამაგნრეველი იქნება.
ხელოვნება ადამიანის შინაგანი ხასიათის, ემოციებისა და ბუნების გამოხატულებაა, ამ იდეის ფონზე კი, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, მართლაც რომ უაზრო და მიუღებელი ჩანს, მაგრამ რეალურად, ყველაფერი სხვაგვარადაა.
ხელოვნური ინტელექტი ნამუშევრის შექმნის პროცესში, უბრალოდ, ფუნჯის როლს ასრულებს - საჭიროა იდეებისა და ტექსტის სწორად მიწოდება ალგორითმისთვის, რათა შედეგი ისეთი მივიღოთ, როგორიც გვსურს. ალგორითმს ნებისმიერი რამის დახატვა შეუძლია, მაგრამ საინტერესო და „ადამიანური“ ნიმუშის შესაქმენლად საკმაოდ დიდი შრომა და მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ეს არის უბრალოდ ახალი, განსხვავებული მიმდინარეობა, რომელიც ხელოვანისგან მოითხოვს სხვაგვარ, აქამდე არნახულ შრომას.
ტექნოლოგიურ განვითარებას ყოველთვის თან სდევდა დიდი დაპირისპირებები ხელოვანთა შორის - წარსულში, ხალხი ფიქრობდა, რომ ფოტოაპარატის გამოგონება დამანგრეველი იქნებოდა ხელოვნების მრავალი დარგისთვის, მაგრამ დრომ გვაჩვენა, რომ ფოტოაპარატმა, პირიქით, მრავალი ჟანრი შემატა ხელოვნებას და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადა ის.
სიახლე არ ნიშნავს ძველის ნგრევას.
AI art -ის მიხედვით შექმნილი ნიმუშები
ნახატის შესაქმნელად საჭიროა ალგორითმს ვუკარნახოთ ტექსტი, ინფორმაცია, რაც მუშაობის პროცესში უნდა გაითვალისწინოს.
ქვემოთ მოცემულია ნამუშევრები და ის ტექსტები, რის მიხედვითაც ეს ნამუშევრები შეიქმნა.
- ნავი მთვარისათვის
ხელოვნების ნიმუში შეიქმნა 5 წლის ბავშვი მიერ. ნახატში წარმოჩენილია - სახლი, ან შესაძლოა ნავი, ან შესაძლოა, სახლიცა და ნავიც. ბუნდოვანია ნახატის აზრი და რა არის ნახატზე გამოსახული, მაგრამ აშკარაა, რომ ბავშვს აქვს წარმოსახვის უნარი და შთაგონებულია გარემოთი. ეს ნახატი გვაჩვენებს იმას, თუ როგორი ლამაზი, მარტივი და ფანტაზიით სავსე ნახატების შექმნაა შესაძლებელი ბავშვის გონებით. „მე ავაშენებ ნავს, რათა მთვარე მოვიდეს, მთვარე მოვა ნავზე და შეწყვეტს წვიმის კეთებას, შეწყდება წვიმა და ყველაფერი კაშკაშა იქნება და მთვარე ძალიან ძალიან, ძალიან გაანათებს. მერე დავიძინებ და ყველაფერი კარგად იქნება“ .
- დედა ფუკტრის საბოლოო განსასვენებელი
ნიმუში შექმნილია კბილისჩხირებით, რომლებიც ჩარჭობილია ფურცელზე. კბილისჩხირები ამოვლებულია ფუკტრის ცვილში, ამიტომაც მათ აქვთ ოქროს ფერი.ნიმუში არის ფუტკრების გაჭირვების გამოხატულება, სკის მიტოვების პერიოდში, როდესაც ისინი უბრალოდ ქრებიან სკიდან და ცარიელ სკაში მარტო ტოვებენ ფუკტრების დედოფალს. კბილის ჩხირები წარმოადგენენ ფუტკრების ცარიელ, მკვდარ სხეულებს. ეს ნამუშევარი ძლიერი სიმბოლოა ფუკტრების კოლონიების გაჭირვებისა. მხატვარი იმედოვნებს, რომ მნახველები შეძლებენ წარმოიდგინონ ფუკტრების კოლონიის მიწასთან გასწორება და ამით, ის წაახალისებს აქტივიზმს. მხატვარი უბიძგებს მნახველებს წარმოიდგინონ, როგორი იქნებოდა სამყარო ფუტკრების გარეშე.
„ტუალეტის დგუშები“
სკულპტურაზეა დგუში, ტუალეტის დგუში, დგუში, დგუშის, დგუში და დგუში, და თითოეულში ცვლილებაა შეტანილი. პირველი დგუში უბრალოდ ჩვეულებრივი დგუშია, მაგრამ სხვა დგუშები წარმოადგენს დგუშების სერიას, რომელთა სახელურები თანდათან მოკლდება მანამ, სანამ მხოლოდ რეზინის ნაწილი არ დარჩება დგუშზე. ნამუშევრის სათაურია „დგუშებისა და სხვა ნივთების მოკლე ისტორია, რომლებიც ღამით იძირებიან“ . ნამუშევარი შესრულებულია მხატვრების ჯგუფის მიერ, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც „დგუშები“ (მათი ზუსტი ვინაობა უცნობია).
"დგუშები", იყო ანონიმური მხატვრების ჯგუფი, რომელიც 1972 წელს დაარსდა. ისინი გატაცებული იყვნენ კონცეპტუალიზაციისა და ხელშეწყობის ახალი ხელოვნების ფორმით, სახელწოდებით დგუშიზმით. დგუშიზმი „დგუშერიზმის“ იდეის ახალი, კრეატიული ინტერპრეტაციაა, რომელსაც, როგორც „დგუშები“ განმარტავენ, გონებრივი მდგომარეობაა, როდესაც არტისტის ცნობიერება არის წყლისებრ მდგომარეობაში და მასზე გავლენის მოხდენა ყველა საგანს შეუძლია, თუნდაც ტუალეტის დგუშებს.
„დგუშების“ ნამუშევრები გამოიფინა ნიუ-იორკის გალერეებში. მათი ნამუშევრების სათაურებია-"დგუშები განვითარებისას", "დგუშები", "დგუშების დაბრუნება" და "დიდი დგუში 4: ბოლო დგუში" .
ყველა მათგანში წარმოდგენილი იყო ტუალეტის დგუშები და "დგუშების აღლუმი"(მიმდინარეობა) - ამ მიმდინარეობაში წარმოდგენილი იყო დგუშების ფოტოები საჯარო ადგილებში. „დგუშები“ გაუჩინარდნენ და არანაირი კვალი არ დატოვეს.
არ აქვს მნიშვნელობა რა ტექსტს უკარნახებთ ალგორითმს და შეესაბამება თუ არა ეს ტექსტი რეალობას, ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად შექმნის ისეთ ნახატს ან ქანდაკებას, როგორსაც ჩვენ ვეტყვით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტის ამგვარი განვითარება, ხელოვნების ახალ და საინტერესო დარგს უყრის საფუძველს, რომელიც მომავალში კიდევ უფრო დაიხვეწება და კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ადამიანს ხელოვნების დარგში.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
https://www.bbc.com/future/article/20221123-gallery-when-ai-dreams-of-art
0
0