
აჰმედაბადში, ავიაკატასტროფის ადგილზე მაშველებმა 30 ცხედარი იპოვეს
ავიაკომპანია Air India-ს ცნობით, აჰმედაბადში თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს, ბორტზე 242 ადამიანს შორის 53 ბრიტანელი იმყოფებოდა. სულ 242 მგზავრიდან 169 ინდოელია, 7 პორტუგალიელი და 1 კანადელი.
,,Air India ადასტურებს, რომ აჰმადაბადიდან ლონდონის გეტვიკის აეროპორტისკენ მიმავალი Boeing 787-8 ტიპის თვითმფრინავი [AI171 რეისი] დღეს აფრენის შემდეგ ავარიაში მოყვა. ბორტზე 242 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. მათგან 169 ინდოეთის მოქალაქეა, 53 - დიდი ბრიტანეთის, 1 კანადის და 7 პორტუგალიის.
დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაჰყავთ. Air India სრულად თანამშრომლობს ამ ინციდენტის გამოძიების პროცესში ჩართულ პირებთან,’’ - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.
Reuters-ის ინფორმაციით, მაშველებმა ავიაკატასტროფის ადგილზე მდებარე შენობიდან, სულ მცირე, 30 ცხედარი ამოიყვანეს.
0
0