
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე წუხელ საზარელი მკვლელობა მოხდა. შსს-ს მოქმედმა თანამშრომელმა, გურამ ქადეიშვილმა, ყოფილი ცოლი და სიდედრი, 2 არასრულწლოვანი შვილის (გოგონები) თვალწინ მოკლა. თავად ქადეიშვილმა კი თვითმკვლელობა სცადა. მისი მდგომარეობა მძიმეა და ამ დრომდე რეანიმაციაში რჩება.
ოჯახის ნაცნობები ამბობენ, რომ კაცი აპარატზეა შეერთებული და მისი ინფორმაციით, მხოლოდ გული უმუშავებს.
„მაგას დაჭრილი აღარ ჰქვია, ეგ არის მიცვალებული, აპარატზეა შეერთებული, მხოლოდ გული იმუშავებს. არასდროს არ მითქვამს მოკვდეს ადამიანი-თქო, მაგრამ, ამ ცოდვით, ამ ტანჯვით ვერ იცოცხლეს ეგ უბედური.
ოფიციალურად განქორწინებულები იყვნენ, პირველ აგვისტოს დაფიქსირებულა განქორწინება. მეც გავიგე დღეს საბუთებიდან რაც ამოვიღეთ და ვნახეთ“, ამბობს ოჯახის ნაცნობი.
არსებული ინფორმაციით, გოგოებს საქართველოში ნათესავი აღარ ჰყავთ. ისინი დროებით ახლა ნათლიასთან იმყოფებიან, დედის და ბებიის დაკრძალვის შემდეგ კი სოციალური სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
0
0