აგვისტოს ომის დროს ბუშს ტელეფონში ვუყვიროდი, ვამუნათებდი და ვეუბნებოდი: „დროზე მოდით“ - როგორც ახლა ზელენსკი აკეთებს - მიხეილ სააკაშვილი
21/03/2022
14:49
პოლიტიკა
A-
+A
„ტელეფონში ვუყვიროდი და ვამუნათებდი (ბუშს) როგორც შემეძლო, როგორც ახლა ამას ზელენსკი საჯაროდ აკეთებს“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, საკუთარ სასამართლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
„2008 წელს მე, ისევე, როგორც ახლა ზელენსკიმ, ჩვენი დედაქალაქიდან არ გავედი. რუსული ტანკები პრეზიდენტის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში იყო. კოჯორში სპეცრაზმი გადმოსხმული ჰყავდათ ჩემს გასანადგურებლად და რომ არა ბუშის გამოსვლა, რომელსაც ტელეფონში ვუყვიროდი და ვამუნათებდი როგორც შემეძლო, როგორც ახლა ამას ზელენსკი საჯაროდ აკეთებს, ალბათ, ბევრად უფრო ეფექტურად, ბუშს ვეუბნებოდი, რომ დროზე მოდით!
მაშინ, მან და მისმა გემმა და თვითმფრინავმა საქართველო გადაარჩინა, ისევე როგორც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა.
ის, რომ დღეს კიდევ გვაქვს სახელმწიფოებრიობა იმ გმირი ჯარისკაცების დამსახურებაა და ამაში ჩემი წვლილიც მაქვს შეტანილი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
0
0
376
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%