
3 აგვისტოდან მაგთი მობილური და ფიქსირებული სერვისების ფასებს ზრდის.
ცვლილებები მობილურ ინტერნეტს, სტანდარტულ ტარიფს, ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტსა და სხვა სერვისებს შეეხებათ.
ოპტიკურ-ბოჭკოვან ინტერნეტი
მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით, 3 აგვისტოდან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 37 ლარი, ვადა - 30 დღე.
ასევე, მომხმარებლები, რომლებიც აქციის ფარგლებში სარგებლობენ 20 მბ/წმ-იანი პაკეტით - 25 ლარად, 03.08.22-დან ისარგებლებენ გაზრდილი სიჩქარით - 30 მბ/წმ, ფასი - 30 ლარი / 30 დღე. აქციის მოქმედების ვადა - 30.11.22-ის ჩათვლით.
სტანდარტული ტარიფი
ფასები 3 აგვისტოდან:
- სტანდარტული ტარიფი ნებისმიერ ქსელზე საქართველოში - წუთი 24 თეთრი
- ზარის წამოწყება - 12 თეთრი
- SMS/MMS საქართველოში - 6 თეთრი
- მობილური ინტერნეტი: 1 მბ - 10 თეთრი
- საერთაშორისო ზარის ღირებულება - 35 თეთრიდან
- SMS საზღვარგარეთ - 24 თეთრი
მობილური ინტერნეტი
3 აგვისტოდან ულიმიტო მობილური ინტერნეტის აქციები გრძელდება განახლებული პირობებით:
- ულიმიტო ინტერნეტ-თვე - 32 ლარი
- ულიმიტო ინტერნეტ-კვირა - 9 ლარი
- ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე - 2 ლარი
- სხვა სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე
0
0
აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას შეაჩერებს
14/01/2026