-share.jpg)
“ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს:
"ჩემი, შედარებით ახალგაცნობილი მეგობარი და პოლიტიკისგან ძალიან შორს მდგომი ადამიანი მეუბნება, რომ გაიგეს, გიცნობ, შენზე ლაპარაკი დამიწყეს და მეუბნებიან ძალიან ჭკვიანია და მეტწილად სწორს საუბრობს, უბრალოდ ძალიან აგრესიულიაო.
კი მეგობრებო, “აგრესიული” ვარ.
აგრესიულად ვუპირისპირდები:
1. ივანიშვილის პუტინისტურ რეჟიმს;
2. საპატრიარქოს რუსულ პოლიტიკას;
3. სააკაშვილის მესიანიზმს და სულთანიზმს;
4. კეზერაშვილის ვულგარულ, რუსული ყაიდის პოლიტიკურ კორუფციას.
რა საქმეშიც მე ვარ - საჯარო ცხოვრებაში, იმ საქმეში ეს ოთხი ძალა ყველაზე დიდი დამსაქმებელია.
საჯარო სივრცეში მოღვაწე ადამიანების ფულის და კეთილდღეობის ყველაზე დიდ წყაროებთან ვარ დაპირისპირებული.
შესაბამისად, ოთხივე ძალას აქვს დასაქმებული, დაინტერესებული ხალხის შლეიფი, რომელიც თავგამოდებით იცავს საკუთარ “კარმუშკას”, იმიტომ რომ საკუთარ თავზე დიდი მიზანი არ გააჩნიათ.
ამ ხალხს არჩევანი აქვს გაკეთებული, მახინჯი კონიუნქტურის სასარგებლოდ და სიმშვიდისთვის, უნდათ ყველა მათნაირი იყოს- რათა ისე ჭამონ ქაქი დიდი კოვზით, არავინ უთხრას რომ სუნი ასდით.
ამ დროს ვიღაც შერეკილი ქალი არათუ მათნაირ არჩევანს აკეთებს, არამედ გამომხტარია და ყოველდღე, დაუღალავად დასცინის - მათი არასწორი არჩევანების გამო.
რატომ?
იმიტომ რომ “ჩვენნაირი მუნჯი და უნჯი არ არის”! გიჟია! აგრესიულია! ხელებს იქნევს! უგემოვნოა!
ჩემგან ეს ძალიან პათეტიკურად და კომიკურად ჩანს - ამ საქმეში მოღვაწე ხალხის დიდ ნაწილს ხომ წინა ცხოვრებიდან ვიცნობ, ისიც ხომ ვიცი როგორ მხედავდნენ, სანამ
მათი პატრონების პიზდვას დავიწყებდი და სანამ მე მომწონდა ისინი (ან სანამ გამოვხატავდი, რომ მათი არჩევანი sucks!) 🙂
მოკლედ, მე მივესალმები ყველას ვინც აი ამ ოთხივე ბოროტებას და ამ ბოროტებების კონფორმისტ შლეიფს ეფექტურად და არააგრესიულად დაუპირისპირდება.
სანამ ბაზალეთის ტბის ძირში მწოლიარე არააგრესიული მესია გაიღვიძებს, მანამდე - მოდით აქაააააააააა!" წერს ცერგოლეიშვილი.
0
0