
საინტერესო კვირაა, მაგრამ ვთხოვ ყველას ყურადღებას და განსაკუთრებით, შესაბამის ორგანიზაციებს. 8 ივლისამდე ხანძრების გაჩენის ალბათობა მოიმატებს, სხვადასხვა სახის ტექნოგენური ავარიის შესაძლო შემთხვევები და ოპერატორების შედეგად ასევე შესაძლოა, იყოს რაღაც სახის, მათ შორის კომპიუტერული პრობლემები. ამიტომ, ამ მხრივ ვიყოთ ყურადღებით. აი, ეს შემთხვევები ცოტა ძაბავს 8 რიცხვამდე ამ კვირის ნეგატიურ მოვლენებს, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა, „იმედის დილაში“ განაცხადა.
მან მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება.
„ხვალიდან მერკური, გონებისა და ინტელექტის მმართველი პლანეტა 19 ივლისამდე კირჩხიბების ზოდიაქოში გადაინაცვლებს, რის გამოც ადამიანთა გონება უფრო მგრძნობიარე გახდება. უფრო ინტუიციური და უფრო მეტად მიდრეკილი ეროვნული ფასეულობებისადმი, ტრადიციებისადმი, რადგან მოგეხსენებათ, კირჩხიბი ტრადიციული ნიშანია“, - განაცხადა ცაგარელმა.
ამასთან, მისივე განმარტებით, ხვალიდან მარსის პლანეტა ვერძიდან მშვიდ, სტაბილურ ზოდიაქოს ნიშანში, კუროში გადავა და 20 აგვისტომდე იქ იქნება.
„ეს ნიშნავს, რომ ეს ეგზალტაცია ნელ-ნელა წავა ნულისკენ. ადამიანთა მოქმედება იქნება ნაკლებად აგრესიული. მოქმედება დაეფუძნება პრინციპს - „ასჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი“, სიფრთხილეს, წინდახედულობასა და უფრო მეტად პრაგმატულად წინდახედულ მოქმედებებს.
ის აგრესია, რომელიც ახლა ჩვენთანაა პოლარიზაციის კუთხით, ესეც ნელ-ნელა, არა უცებ, განელდება და უფრო პრაგმატულ იერსახეს მიიღებს. იგივე მოლაპარაკების, კონსენსუსის შესაძლებლობა მეტი იქნება“, - განაცხადა ცაგარელმა.
0
0