
პოლიტიკოსი, პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი UFC-ის ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის წინააღმდეგ აგორებულ აჟიოტაჟს ეხმაურება:
"მოდი გულახდილად ვთქვათ - ჩვენი, ქართველების მთავარი სენი ხო ერთმანეთის შურია. ერთმანეთის, ჩვენიანის წარმატების შური. აღზევდება რომელიმე ქართველი, გაიტანს ჩვენი პატარა ქვეყნის სახელს გარეთ და არიქაა შეძგერებით, დავკორტნით, ათას შარს მოვდებთ. იმის ნაცვლად რომ ხანდახან მაინც ერთად ვიზეიმოთ, ერთად დავდგეთ, ერთად გვიხაროდეს. პოლიტიკურად გაყოფილს ორივეს. ორივეს, თუ სამივეს, თუ რამდენადაც ვართ გაყოფილები ყველას. ჰოდა, ძმაო მერაბ, შენს სიმართლეში და კაცობაში არავის ნორმალურს ეჭვი არ ეპარება. მთელი საქართველოს სიამაყე ხარ და ეგეთები არც გაგიკვირდეს და არც გეწყინოს. "ცუდას რა უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი..." - წერს ალექსანდრე ელისაშვილი
ინფორმაციისთვის, მერბა დვალიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის მიმართ ცილისმწაბებლური ამბები ვრცელდება.
0
0