
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გამოსახლების პროცესი დაასრულა.
ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურმა დაადასტურა.
ადგილზე კვლავ რჩება მცხოვრებთა ნაწილი, გარდა ამისა, აქ შეკრებილი არიან ის ადამიანები, რომლებიც გამოსახლებულების მიმართ სოლიდარობისთვის მოვიდნენ.
ცნობისთვის, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის გამოსახლება დილიდან მიმდინარეობდა - ადგილზე მობილიზებულები იყვნენ პოლიციის და აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
დილიდან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების გამოჩენას, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენჯერმე ხმაური და დაპირისპირება იყო.
როგორც მაცხოვრებლები აღნიშნავენ, გამოსახლება კერძო მესაკუთრის განცხადების საფუძველზე ხდება, რომელიც ადგილობრივების თქმით, აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და მისი დაცლა უნდა მოხდეს.
ადგილზე დღის განმავლობაში რამდენიმე პირი დააკავეს, არაოფიციალური ინფორმაციით, სულ მცირე 10 ადამიანი.
0
0